კალენდარი

arrow აგვისტო 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20
21
2223242526
2728293031  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ან ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მოპოვებული აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება, შეუძლია წლის ნებისმიერ დროს მოითხოვოს პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის გაზრდა, პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის  წარდგენის გზით.

პროფესიული საგანმანათლებლო 
როგრამების რაოდენობა

საფასური (ლარში) მივლინების
საჭიროების გარეშე

საფასური (ლარში) მივლინების
საჭიროების შემთხვევაში

1-5

2988

3907

6-10

3643

4898

პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოსდენობა წარმოადგენს თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების ჯამს.
შესაბამისად, თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების გაზრდა ავტომატურად იწვევს პროფესიულ სტუდენტთა საერთო ზღვრული რაოდენობის გაზრდას.
ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა განისაზღვრება ცალკე, მოსწავლეთა და სტუდენტთა ზღვრული რაოდენობისაგან დამოუკიდებლად.

პროფესიულ სტუდენტტა ზღვრული რაოდენობის გაზრდაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.

საფასურის გადახდა ხორციელდება ცენტრის ანგარიშზე:
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური).

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge