კალენდარი

arrow ივნისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა

საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომელიც შეადგენს:

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის
გაზრდისათვის თითოეულ პროგრამაზე 2,229.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების
საჭიროების შემთხვევაში - 3,272.00 ლარს;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის
გაზრდისათვის თითოეულ პროგრამაზე 2,570.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების
საჭიროების შემთხვევაში - 4,122.00 ლარს;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის
გაზრდისათვის თითოეულ პროგრამაზე 2,502.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების
საჭიროების შემთხვევაში - 4,054.00 ლარს.

8ერთი იურიდიული პირის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ან/და სხვა ენაზე განხორციელებული
ერთიდაიგივე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აღნიშნული საფასურის
განსაზღვრის მიზნებისათვის განიხილება დამოუკიდებელ პროგრამებად.

პროფესიულ სტუდენტტა ზღვრული რაოდენობის გაზრდაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.

საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილება, თითოეულ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ
ცვლილებაზე იხდის საფასურს, რომელიც შეადგენს:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,502.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო
მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,054.00 ლარს;

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,229.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე,
ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 3,272.00 ლარს;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,570.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო
მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,122.00 ლარს.

იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის
ცვლილება გამოწვეულია პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდით, შესაბამისი
საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის მხოლოდ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული
რაოდენობის გაზრდისთვის განსაზღვრულ საფასურს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.


საფასურის გადახდა ხორციელდება ცენტრის ანგარიშზე:
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური).

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge