კალენდარი

arrow თებერვალი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425
26
272829 

ავტორიზაციის პერიოდში ცენტრის ინფორმირება

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდების, განხორციელების ფორმის ცვლილების ან
საკუთარი ინიციატივით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლის შედეგების დამატების ან/და
ამოღების, ასევე სწავლის შედეგების მიღწევის ადგილის ცვლილების შემთხვევაში, პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ცვლილების შესახებ ცენტრს აცნობოს
ცვლილების განხორციელების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული
დღის ვადაში და ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება და მტკიცებულებები.

პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლის შემთხვევაში პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლილ
პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან შესაბამისობა და ცენტრს აცნობოს აღნიშნულის შესახებ
შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადებამდე,
არანაკლებ 60 კალენდარული დღით ადრე.

იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს გადაწყვეტილებას შეცვლილი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად, განახორციელოს შეცვლამდე არსებული
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ მასზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის,
ვალდებულია ცენტრს აცნობოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის
ვადაში.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge