კალენდარი

arrow დეკემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
1011121314
15
16
17181920212223
24252627282930
31      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME)

2017 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასთან (WFME) მოლაპარაკება აღიარების მოპოვების მიზნით. ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისგან აღიარების მოპოვება პირდაპირ უკავშირდება 2023 წლიდან საქართველოში არსებული მედიცინის პროგრამების კურსდამთავრებულების მიერ მიღებული განათლების აღიარებას შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ.

იმ შემთხვევაში, თუ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ფედერაციისგან მოიპოვებს აკრედიტაციის განხორციელების უფლებას, მაშინ მის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია მთელს მსოფლიოში იქნება აღიარებული, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მოქმედი სამედიცინო პროგრამების კურსდამთავრებულები შეძლებენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სწავლის გაგრძელებას და დასაქმებას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2017 წლის ივლისის ბოლოს სტუმრობდნენ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მრჩეველი, თიუფიკ ნავარი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ექპერტები. სტუმრები გაეცნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებსა და პროცედურებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობას, უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესებს, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის შექმნის პროცედურას. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის პროექტი.

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მრჩევლის წინასწარი შეფასებით უმაღლესი განათლების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები, ასევე მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის პროექტი შესაბამისობაშია მსოფლიოს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან.
ცენტრმა 2018 წელს განაცხადი განაცხადი გააკეთა მსოფლიოს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციაში აღიარების მოპოვების მიზნით. აღიარების პროცესის შედეგები მიმდინარე წელს გახდება ცნობილი.

www.wfme.org  

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge