კალენდარი

arrow სექტემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
30      

პროფესიული კვალიფიკაციის ფორმირება-განვითარება

პროფესიული კვალიფიკაციები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი - საგანმანათლებლო სტანდარტი, რომელიც მოიცავს ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებისათვის საჭირო ინფორმაციას - კვალიფიკაცია/კვალიფიკაციებს, დასაქმების შესაძლებლობებს, პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს, სწავლის შედეგებს, მოდულების ჩამონათვალს და სხვა.

ჩარჩო დოკუმენტი შესაძლებელია განსაზღვრავდეს ერთს ან ერთზე მეტ კვალიფიკაციას/სწავლის სფეროს. თითოეულ კვალიფიკაციას აქვს ინდივიდუალური სწავლის შედეგები, დასაქმების პოზიციები, ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სწავლება-სწავლის განსხვავებული დრო, პროფესიული განათლების სხვადასხვა დონე და დაშვების წინაპირობები.

ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულება შეიმუშავებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების დაძლევის საფუძველზე პროფესიულ სტუდენტს ენიჭება კვალიფიკაცია.


ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებისას ხდება პროფესიული კვალიფიკაციის ფორმირება. პროცესი ითვალისწინებს დასაქმების (ISCO) საერთაშორისო კლასიფიკატორის, განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCED) შესწავლა-ანალიზს, საქართველოს ეროვნულ კლასიფიკატორში - ეკონომიკური საქმიანობის სახეები შესაბამისი პოზიციების იდენტიფიცირებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას - სხვა ქვეყნების პროგრამების შესწავლა და სხვა.

პროფესიული პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი მტკიცდება ცენტრალიზებულად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტის დირექტორის ბრძანებით და შემუშავდება დადგენილი წესისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, როგორც ცენტრში ასევე გარე ინიცირების ფარგლებშიც.


პროფესიული სტანდარტის, საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის და მოდულის შემუშავების, ცვლილებების შეტანისა და გაუქმების წესი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება-გადამუშავების წესი და მეთოდოლოგია 

მოდულის შემუშავების წესი და მეთოდოლოგია  

დანართი №6 - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის სტრუქტურა

დანართი №7 - მოდულის სტრუქტურა  

დანართი №1 - ანალიზის დოკუმენტი

დანართი №2 - ანგარიში და ოქმები 


შეფასების კითხვარები


ჩარჩო დოკუმენტის შეფასების კითხვარი

მოდულის შეფასების კითხვარი

საკვანძო კომპეტენციების ინტეგრირება

 

რა არის გარე ინიცირება? 


ქვეყანაში მიმდინარე განვითარებადმა პროცესებმა, შრომის ბაზარმა ან/და რაიმე საკანონმდელო ცვლილებამ/ინიციატივამ შესაძლებელია მოითხოვოს ახალი კომპეტენციის, ან პროფესიებში/სფეროში თანამედროვე მიდგომების დანერგვის საჭიროება, რაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საგანმანათლებლო სისტემით. აღნიშნულის გათვალისწინებით ნებისმიერი დაინტერესებული პირი სარგებლობს უფლებით მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდეგში - „ცენტრი“) ჩარჩო დოკუმენტის, მოდულის შემუშავების ან/და არსებულის განვითარების ინიცირებით. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებული პირი არის ინიციატორი, ხოლო მის მიერ გამოხატული მოთხოვნა გახლავთ ინიციატივა.
ინიციატივა შესაძლებელია ეხებოდეს ჩარჩო დოკუმენტის ან კონკრეტული მოდულის/მოდულების შემუშავებას/განვითარებას. განვითარება გულისხმობს უკვე დამტკიცებულ ჩარჩო დოკუმენტში/მოდულში შინაარსობრივ ან/და ტექნიკურ ცვლილებებს.

ვინ შეიძლება იყოს ინიციატორი?

ინიციატორი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი განცხადებით:
• ცენტრის მიერ ახალი ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების შესახებ;
• ახალი ჩარჩო დოკუმენტის თავად-ინიციატორის მიერ შემუშავების შესახებ;
• უკვე შემუშავებულ ჩარჩო დოკუმენტში/მოდულში ცვლილებების (შინაარსობრივი ან/და ტექნიკური ცვლილებები) შესახებ;

 

შემუშავების ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია 

ჩარჩო დოკუმენტისა და მოდულის შემუშავების გარე ინიცირების გზამკვლევი

ჩარჩო დოკუმენტსა და მოდულში ცვლილებების შესახებ გარე ინიცირების გზამკვლევი 

 

სასწავლო გარემოს გზამკვლევი 

მატერიალური რესურსი
 

სასწავლო გარემოს მოდელები

A მოდელი

B მოდელი 

ცხრილი



სახელმძღვანელოები:

განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაცია განათლებისა და ტრენინგის სფეროები 2013 (ISCED-F 2013)

განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაცია 

კომპეტენციები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის

პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი (ISCO-08)

საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge