კალენდარი

arrow დეკემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
1011121314
15
16
17181920212223
24252627282930
31      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სტუდენტთა რიგგარეშე მობილობა

ცხადდება რიგგარეშე მობილობა !!!



- შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ უნიჯეოს, შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის.

- შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტისა და შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის იმ მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც ამ დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად. იმ კატეგორიის სტუდენტებისათვის, რომლებმაც მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით მოიპოვეს ამ დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება და ასევე იმ პირებისთვის, რომელთა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია თორმეტთვიანი ვადა.
რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანების შესაბამისად).
მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.

ცენტრის ვებ-გვერდზე 2018 წლის 08 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები.

მობილობის მსურველმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები 2018 წლის 15 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით.

სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ცენტრის ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220 (*3599), ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge .
ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა N1.

შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ უნიჯეოს სტუდენტებისთვის, ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე.

შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტისა და შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge