კალენდარი

arrow ივლისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
293031    
  • Twining
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები

საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებელი არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული მიმართულების ან დარგის/სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგებს შესაბამისი განათლების საფეხურების გათვალისწინებით.  დოკუმენტი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას,  საქართველოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოსა და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს, რაც ხელს უწყობს სტუდენტების მობილობას და  ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას. დარგობრივი მახასიათებელი არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი  მექანიზმი. დარგობრივი მახასიათებლით განისაზღვრება ის მინიმალური კომპეტენციები, რომლებიც უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაციის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი) მფლობელს. მახასიათებლებში გათვალისწინებულია საერთაშორისო მოთხოვნები.



უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების, განახლებისა და დამტკიცების, დარგობრივი საბჭოების, დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და საქმიანობის წესი (ბრძანება N476/ი 11.06.2019

 

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლები:

 

არქივი

 

„უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ ცენტრის დირექტორის 2017 წლის 16 მარტის N194 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა საბჭოებმა, მათი მოქმედების ვადის გათვალისწინებით, საქმიანობა განახორციელონ ცენტრის დირექტორის 2017 წლის 16 მარტის N194 და ცენტრის დირექტორის 2017 წლის 23 მაისის N340 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად. 

 

უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესი  

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების, ცვლილებების შეტანისა და გაუქმების წესი

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge