კალენდარი

arrow ოქტომბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
1415
16
17181920
21222324252627
28293031   

Twinning

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი GE 17 ENI OT 01 18

„ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“

 





პროექტის ზოგადი ამოცანაა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით.

კონკრეტული ამოცანაა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და მისი პარტნიორების მხარდაჭერა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმისა და ეროვნული კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოს აღსრულებისა და მონიტორინგის საკითხებში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების, ეფექტური ინსტრუმენტებისა და პროცედურების, თანამონაწილეობითი მართვისა და დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მეშვეობით.

პროექტი 3 კომპონენტისგან შედგება.

კომპონენტი 1:
„მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით განათლებისა და მომზადების ხარისხის უზრუნველყოფის გაძლიერება

ეს კომპონენტი ითვალისწინებს:
- დახმარებას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გადახედვასა და კონსოლიდირებაში;
- ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესაბამისობას და ჰარმონიზაციას ცენტრის თანამშრომლების, ექსპერტების, განათლების სფეროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი პრაქტიკოსებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის (მაგალითად, დარგობრივი საბჭოები)


კომპონენტი 2:
მონაწილეობა ეროვნული კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოს დანერგვაში

აღნიშნული კომპონენტი ითვალისწინებს:
- დეტალური სამოქმედო გეგმის (2019-2020) შემუშავებას ეროვნული კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოს პრაქტიკულ აღსრულებას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და სხვა წესებისა და სტრატეგიების (მაგალითად, განათლება, დასაქმება, ეკონომიკური განვითარება) შესაბამისად;
- გამჭვირვალე და ჰარმონიზებული პროცედურებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება-შეთანხმებას კვალიფიკაციების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით;
- ელექტრონულ რეესტრთან დაკავშირებული კომპლექსური კონცეფციისა და მახასიათებლების შემუშავებასა და ცენტრთან შეთანხმებას
- პირობებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან სამომავლო შედარების მიზნით


კომპონენტი 3:
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შედეგების მართვის, მონიტორინგისა და გავრცელების მოდელის გაუმჯობესების ხელშეწყობა

ეს კომპონენტი ითვალისწინებს:
- ცენტრის ორგანიზაციული მოწყობისა და შესაძლებლობების გადახედვას 2020 წლის სტრატეგიული ამოცანებისა და ეროვნული კვალიფიკაციების განახლებული ჩარჩოს გათვალისწინებით;
- ეროვნული კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოსა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მონიტორინგის წესების გადახედვას;
- ცენტრში არსებული პრაქტიკის გაძლიერებას კომუნიკაციასა და ცნობიერების ხარისხის ამაღლებასთან მიმართებით


პროექტი ხორციელდება გერმანიისა და ესტონეთის მიერ. ცენტრის პარტნიორები არიან გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) და ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (EKKA).

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 1.500.000 ევროს ოდენობით და მისი განხორციელების პერიოდი 21 თვეს შეადგენს. .

პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიება ჩატარდება თბილისში, 2019 წლის 29 ოქტომბერს.

საკონტაქტო პირები:

ბ-ნი კაი ეტცოლდი ქ-ნი მარინე ჟვანია
მუდმივი უცხოელი მრჩეველი მუდმივი უცხოელი მრჩევლის ქართველი
პარტნიორი
ელ. ფოსტა: c.etzold@eqe.ge  ელ.ფოსტა: m.zhvania@eqe.ge  
მობ.: +995 577 08 33 24 ტელ.: +995 32 22 00 220 (3507)
მობ.: +995 577 27 88 41

განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მისამართი: საქართველო, თბილისი 0193, მ. ალექსიძის ქუჩა N1
www.eqe.ge

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge