კალენდარი

arrow იანვარი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
202122232425
26
2728293031  

არაფორმალური განათლების აღიარება

არაფორმალური განათლება - მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას

არაფორმალური განათლების აღიარების აქამდე არსებული საფუძვლები ეყრდნობოდა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში 2010 წელს მიღებულ ცვლილებებსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის იმდროინდელ ბრძანებას, რომელიც განსაზღვრავდა აღიარების პროცესის ზოგად პრინციპებსა და აღიარებას მხოლოდ მესამე საფეხურის ფარგლებში. აღნიშნულის საფუძველზე განხორციელებულმა აღიარების პროცესებმა გამოკვეთა მთელი რიგი საკითხების რეგულირების საჭიროება, მათ შორის მეთოდოლოგიის დანერგვა, მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება და სხვა.

2018 წლის ოქტომბერში განახლებულმა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონმა წინა რეგულაციისგან განსხვავებულად განსაზღვრა არაფორმალური განათლების აღიარების უფრო მეტი შესაძლებლობები, რომელიც ითვალისწინებს არამხოლოდ მესამე დონის შესაბამისი სწავლის შედეგების აღიარებას, არამედ მეოთხე და მეხუთე დონისაც.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ 2019 წლის 6 სექტემბერს დამტკიცდა არაფორმალური განათლების აღიარების წესი, პროცედურები სრულად განახლებულია და შესაბამისია ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის რეკომენდაციასთან.

 

არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი 

მაძიებლის განცხადების ფორმა

მაძიებლის კონსულტირების ფორმა 

 

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება - არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესი და პირობები 

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების განაცხადი

 

 

კონსულტანტთა შერჩევის, სერტიფიცირების და სტატუსის შეწყვეტის წესი 

სერტიფიცირებული კონსულტანტების სია

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge