კალენდარი

arrow თებერვალი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
171819202223
242526272829 

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების საქართველოში განხორციელება

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების საკითხი რეგულირდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლით, რომლის თანახმადაც, „საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის აღიარებისთვისაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას“.
ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმები და სტანდარტები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 მარტის N130 დადგენილებით.

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შემდეგ ორგანიზაციებთან:


1. IB (International Baccalaureate), რომლის პროგრამასაც ახორციელებს შპს ახალი სკოლა და შპს ევროპული სკოლა.

2. QSI (Quality School International), რომლის პროგრამასაც ახორციელებს QSI International School of Tbilisi.

3. Cambridge Assessment International Education, რომლის Cambridge Pathway პროგრამის განხორციელების უფლება აქვს ა(ა)იპ თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge