კალენდარი

arrow ივლისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
67891112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ავტორიზაციის შემდგომი შეფასებები

ავტორიზაციის შემდგომი შეფასებები
 

ავტორიზაციის შემდგომი შეფასების მიზანია ინსტიტუციების მიერ ავტორიზაციის შედეგად მიღებული რეკომენდაციების შესრულებისა და დაწესებულების ფუნქციონირების გაუმჯობესების მონიტორინგი. ავტორიზაციის შემდგომი შეფასება ინსტიტუციასა და ცენტრს აძლევს შესაძლებლობას დაინახონ ავტორიზაციის პროცესის შედეგები დაწესებულების განვითრაებაზე, რაც გამოიხატება ინსტიტუციის მიერ რეკომენდაციების შესრულებისა და მისი შემდგომი განვითარებით. 

 

ავტორიზაციის შემდგომი შეფასება წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ინსტიტუციისათვის აჩვენოს თუ რა პროგრესს მიაღწია დაწესებულებამ ავტორიზაციის მოპოვების შემდეგ. ავტორიზაციის შემდგომი შეფასება ასევე საშუალებას აძლევს ინსტიტუციას თვალსაჩინო გახადოს საზოგადოებისათვის (მათ შორის უნივერსიტეტის შიდა საზოგადოებისათვის) ინსტიტუციის მიერ მიღწეული პროგრესი, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუციაში ხარისხის კულტურის ამაღლებას. ავტორიზაციის შემდგომი შეფასება ასევე საშუალებას აძლევს ინსტიტუციის მენეჯმენტს უზრუნველყოს საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა უნივერსიტეტის მუდმივი განვითარების პროცესში. ავტორიზაციის შემდგომი შეფასების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიიღოს ავტორიზაციის საბჭომ ან ცენტრმა. არსებობს ავტორიზაციის შემდგომი შეფასების 4 სახე:

 

  • ანგარიში ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება მონიტორინგის (ვიზიტის) გზით;
  • თვითშეფასების ანგარიში, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა წარუდგინოს ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით.
  • ცენტრის მიერ განხორციელებული მონიტორინგი იმ დაწესებულებაში, რომელსაც საბჭოს გადაწყვეტილებით  განესაზღვრა სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვა. 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის მოხსნის მიზნით განხორციელებული ვიზიტების შესახებ ინფორმაცია - 2019 წელი

 
გთხოვთ იხილოთ ქვემოთ მოცემული დამხმარე ფორმები ავტორიზაციის შემდგომი შეფასებებისათვის:
 
 
 
 
4.
  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge