კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617
18
1920
21222324252627
282930    

საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირება

ინტეგრირების მიზანია საბაზო ზოგადი განათლების მქონე პირებისთვის პროფესიის შესწავლის

პარალელურად სრული ზოგადი განათლების მიწოდება და ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს მეოთხე დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება, რაც სრულდება ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით. 
ინტეგრირება გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მოთხოვნების ასახვას
პროგრამის იმ კომპონენტებში, რომლებიც ორიენტირებულია საკვანძო კომპეტენციების ან/და ტრანსფერული უნარების გამომუშავებასა და განვითარებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე,  პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების ზოგადი მოდულებისა და
ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის სავალდებულო საგანთა ჯგუფის გაერთიანებით შემუშავდა და დამტკიცდა შემდეგი ინტეგრირებული მოდულები: 
 
  • კომუნიკაცია ქართულ ენაზე
  • მათემატიკური წიგნიერება
  • მოქალაქეობა
  • მეწარმეობა
  • მეცნიერება და ტექნოლოგიები
პროგრამის ხანგრძლივობა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის
სწავლის შედეგები, შეადგენს არანაკლებ 3 წელს.
პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაშვების წინაპირობაა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა.
 
იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას სურს განახორციელოს საშუალო პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, მან პროგრამასთან ერთად, ცენტრში უნდა წარადგინოს ორი სასწავლო გეგმა, რომელთაგან ერთი უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას მასში ინტეგრირებული ზოგადი მოდულების გათვალისწინებით, ხოლო მეორე კი - მის გარეშე.
 
იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს საშუალო პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამას და სურს აღნიშნული პროგრამა განახორციელოს ინტეგრირებული
ზოგადი მოდულების გათვალისწინებით, ცენტრს უნდა მიმართოს განაცხადით, რომლის ფორმაც
მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით,
რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი
საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების უფლების
მოპოვება, თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იხდის საფასურს, რომლის ოდენობა შეადგენს:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,502.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე,
ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,054.00 ლარს;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,229.00 ლარს, მივლინების საჭიროების
გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 3,272.00 ლარს;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,570.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე,
ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,122.00 ლარს.

აღჭურვილობის ჩამონათვალი

მოდული-კომუნიკაცია ქართულ ენაზე

მოდული-მათემატიკური წიგნიერება

მოდული-მეცნიერება და ტექნოლოგიები

მოდული-მეწარმეობა

მოდული-მოქალაქეობა

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის2019 წლის 19 აგვისტოს  №170/ნ ბრძანება " საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ 

 

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge