კალენდარი

arrow ივნისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1
234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (CEENQA)

ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მორიგი აღიარება მოიპოვა.

 2020 წლის 19 მაისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) წევრი გახდა.

 ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელში (CEENQA) გაწევრიანების მიზნით, ცენტრმა ქსელს 2020 წლის დასაწყისში მიმართა.

 ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელი არის არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში განათლების ხარისხის განვითარების 22 სააგენტოს აერთიანებს.

 ქსელის მიზანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებას. ქსელის წევრ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების გზით, ქსელში გაწევრიანების შესაძლებლობა ეძლევა ხარისხის განვითარების იმ სააგენტოებს, რომლებიც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხში ხელმძღვანელობენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებით და სახელმძღვანელო პრინციპებით, როგორიცაა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG 2015).

 ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელში გაწევრიანება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს შესაძლებლობას აძლევს აქტიურად ითანამშრომლოს ქსელის წევრ სააგენტოებთან, იყოს ჩართული დისკუსიებში, რომლებიც ეხება ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკას, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ პროექტებში და გაიზიაროს ქსელის წევრი სააგენტოების გამოცდილება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელი (CEENQA) განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge