მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამა

  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს.

    მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

    ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში – საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება;

    ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

    საგნის გამოცდებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ, რომ ნახოთ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge

     

    განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სპეციალურ პროგრამაში გათვალისწინებულ ელექტრონულად დამუშავებულ ინფორმაციას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.emis.ge) განთავსებულ ელექტრონულ ინფორმაციაში ასახავს საქართველოში არსებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომლებზეც იწარმოებს აპლიკანტთა მიღება. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წლის 15 თებერვლამდე აცხადებს აპლიკანტთა მიღებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადგენილი ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით .რაც შეეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ორგანიზებულ გამოცდას, აღნიშნული გამოცდის თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, შეგიძლიათ მიმართოთ აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.