COVID-19

გაცნობეთ, რომ კორონავირუსთან (COVID-19)შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 15 სექტემბრიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მოქალაქეთა მიღება შესაძლებელი გახდება მხოლოდ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით. ასევე ცენტრი აგრძელებს  ონ-ლაინ რეჟიმში მუშაობას. სერვისების დისტანციურად მიწოდება მოხდება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ფიზიკური პირებისათვის:

 

  • დაწესებულებებსა და ინდივიდუალურ პირებს განცხადებით მომართვა და დოკუმენტების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოს ფოსტის მეშვეობით და ელექტრონულად, www.my.gov.ge-ს, info@eqe.ge და www.eflow.emis.ge-ს მეშვეობით (გარდა იმ სერვისებისა, სადაც წარმოსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის ასლი ან თარგმანი.) 

 

  • დაინტერესებული პირების მიღება და კონსულტირება შესაძლებელი იქნება ონ-ლაინ ვიდეო/აუდიო ზარის განხორციელებით. ამისათვის გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე info@eqe.ge. ონ-ლაინ ვიდეო ზარის განხორციელებისათვის ცენტრი იყენებს Skype, Microsoft Teams-ისა და Zoom-ის პლატფორმას; 
     
  • ცენტრი საბჭოების ზეპირ მოსმენებს ატარებს ონ-ლაინ რეჟიმში. დაინტერესებული პირებისათვის ცენტრის ვებ-გვერდზე საბჭოს დღის წესრიგთან ერთად განთავსდება ბმული, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული პირები შეძლებენ საბჭოზე დასწრებას ონ-ლაინ რეჟიმში. 
     

 

 

  • გაცნობებთ, რომ 2020 წლის 5 ნოემბრიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ვიზიტი განხორციელდება ახალი პრინციპით. მოქალაქე სერვისის მიღებას შეძლებს მხოლოდ my.gov.ge- ის პორტალზე დაჯავშნით.

     

    რა უნდა გავითვალისწინოთ:

     

    - ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან - my.gov.ge.

    თვალსაჩინო ადგილზე განთავსებულია ჯავშნის კალენდარი (https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/sub-services/21 ) სადაც მოქალაქე გაივლის რეგისტრაციას.

     

    - დაჯავშნის შემდეგ, მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც უნდა წარუდგინოს ცენტრის თანამშრომელს.

     

    - მოქალაქე ცენტრში მომსახურებას ვეღარ მიიღებს წინასწარი ჯავშნის გარეშე.

     

     

    - ცენტრში მოსული მოქალაქე ვალდებულია გაიაროს თერმოსკრინინგი, ხელის ანტისეპტიკა და აუცილებელია პირბადის ტარება.

     

    - სერვისის დაჯავშნა ვერ განხორციელდება ქოლცენტრის საშუალებით ან ადგილზე მისვლით. ვიზიტის დასაჯავშნად ვებგვერდი my.gov.ge, უნდა იქნას გამოყენებული.

  • მომსახურების მისაღებად ადგილზე უნდა გამოცხადდეს მხოლოდ სერვისის მიღებით დაინტერესებული პირი/ან ოფიციალური წარმომადგენელი;
     
  • მომსახურების მისაღებად ადგილზე უნდა გამოცხადდეთ მითითებულ დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომსახურება ვერ განხორციელდება;
     
  • შენობაში დაშვება ხდება მხოლოდ პირბადის გამოყენების და თერმოსკრინინგის შემთხვევაში.

 

ასევე მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 6 თებერვლიდან, განმცხადებლებს ეძლევათ საშუალება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფიზიკური პირებისათვის განკუთვნილ სერვისებზე მომართვა განახორციელონ ელექტრონული ფორმით, ცენტრში მოუსვლელად, პორტალ www.my.gov.ge -ის მეშვეობით.

ელექტრონული მომსახურების ფორმა ეხება შემდეგ სერვისებს:

 

 

 

  • საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;
  • დევნილის მიერ მიღებული განათლების აღიარება;
  • ლიკვიდირებულ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება;
  • ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათლების აღიარება;
  • უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.


    პორტალი საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ფლობენ ახალ პირადობის მოწმობას და მის წამკითხველ მოწყობილობას, ასევე ელექტრონულ ხელმოწერას, ცენტრის სერვისებით სარგებლობის თაობაზე განაცხადი გააკეთონ ელექტრონულად და პასუხიც მიიღონ ელექტრონული ფორმით.

    პორტალზე ავტორიზაციისათვის ინსტრუქცია იხილეთ მითითებულ ლინკზე: https://id.ge/download/

    ახალი პირადობის მოწმობის, მისი წამკითხველი მოწყობილობისა და ელექტრონული ხელმოწერის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დარეკოთ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე - 2 40 54 05.

    პორტალ www.my.gov.ge -ის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 2 25 15 28 ( შიდა ნომერი 8888)
  •  

მოქალაქეთა საყურადღებოდ !

 

ცენტრი მუშაობს ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე