აკრედიტაცია

აკრედიტაცია არის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სისტემატური თვითშეფასების პროცესის დამკვიდრებას და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას. თვითშეფასებას ახორციელებს დაწესებულება საკუთარი საქმიანობის შეფასების წესის შესაბამისად და ადგენს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

აკრედიტაციის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.