უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელთა წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით.
ავტორიზაციის საბჭოების წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები. საბჭოს უფლებამოსილებანი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა:
კახა შენგელია - შპს "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტი - საბჭოს თავმჯდომარე;
ზურაბ ორჯონიკიძე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გაგა გვენეტაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი - საბჭოს მდივანი;
ივანე აბაშიძე - სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე;
დავით ბოსტოღანაშვილი - შპს "აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის" ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ელიზბარ ელიზბარაშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრის მენეჯერი, პროფესორი;
ნიკა თიკანაშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღანელი, შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის" საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
ნინო იმნაძე - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
გია ლობჟანიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, ზოგადი ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი;
ერმილე მესხია - სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კულტურის მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი;
ელენე ჟურავლოვა - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ლელა სალაყაია - ა(ა)იპ - ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციის სენატის წევრი, შპს "ვიონი საქართველოს" პერსონალთა მუშაობისა და ადმინისტრაციულ საქმეთა დირექტორი, დამსაქმებელი;
გაიანე სიმონია - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების, კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გერიატრიის დეპარტამენტის პროფესორი;
კონსტანტინე სირბილაძე - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ანა ფირცხალაშვილი - შპს "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს" სამეცნიერო კველვების მიმართულებით ვიცე-რექტორი;
სახელმძღვანელო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებისათვის