ჯავშნები

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 5 ნოემბრიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ვიზიტი განხორციელდება ახალი პრინციპით. მოქალაქე სერვისის მიღებას შეძლებს მხოლოდ my.gov.ge- ის პორტალზე დაჯავშნით.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ:

 

- ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან - my.gov.ge.

თვალსაჩინო ადგილზე განთავსებულია ჯავშნის კალენდარი (https://my.gov.ge/ka-ge/services/10) სადაც მოქალაქე გაივლის რეგისტრაციას.

 

- დაჯავშნის შემდეგ, მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც უნდა წარუდგინოს ცენტრის თანამშრომელს.

 

- მოქალაქე ცენტრში მომსახურებას ვეღარ მიიღებს წინასწარი ჯავშნის გარეშე.

 

 

- ცენტრში მოსული მოქალაქე ვალდებულია გაიაროს თერმოსკრინინგი, ხელის ანტისეპტიკა და აუცილებელია პირბადის ტარება.

 

- სერვისის დაჯავშნა ვერ განხორციელდება ქოლცენტრის საშუალებით ან ადგილზე მისვლით. ვიზიტის დასაჯავშნად ვებგვერდი my.gov.ge, უნდა იქნას გამოყენებული.

  • მომსახურების მისაღებად ადგილზე უნდა გამოცხადდეს მხოლოდ სერვისის მიღებით დაინტერესებული პირი/ან ოფიციალური წარმომადგენელი;
     
  • მომსახურების მისაღებად ადგილზე უნდა გამოცხადდეთ მითითებულ დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომსახურება ვერ განხორციელდება;
     
  • შენობაში დაშვება ხდება მხოლოდ პირბადის გამოყენების და თერმოსკრინინგის შემთხვევაში.