2023 წლის 15 მარტს საქართველო გახდა 22-ე პარტნიორი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ლტოლვილთა ევროპული კვალიფიკაციების პასპორტს. EQPR არის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ლტოლვილების სწრაფ ინტეგრაციას ახალ საზოგადოებაში.
ლტოლვილთა ევროპული კვალიფიკაციების პასპორტი სტანდარტიზებული დოკუმენტია, რომელიც გაცემულია ევროპის საბჭოსა და პარტნიორების მიერ განხორციელებულ პროექტში და შედგება შეფასებისა და განმარტებითი ნაწილისგან.
EQPR ლტოლვილთა ევროპული კვალიფიკაციების პასპორტი შემუშავდა 2017 წელს და მისი მიზანია წევრ ქვეყნების დაეხმაროს ლტოლვილთა კრიზისის გამოწვევების დაძლევაში. ასევე აღნიშნული მექანიზმი ეხმარება ლტოლვილებს საკუთარი ცხოვრების მოწყობაში მასპინძელ ქვეყნებში. კერძოდ, იგი ლტოლვილებს უფასებს კვალიფიკაციას, არასაკმარისი, ან ნაკლები დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში.
დოკუმენტი არ წარმოადგენს ოფიციალური აღიარების აქტს, ის წარმოადგენს განმცხადებლის განათლების დონის, სამუშაო გამოცდილების და ენის ცოდნის შესახებ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. ფასდება ლტოლვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ტარდება სტრუქტურირებული ინტერვიუ. შესაბამისად, დოკუმენტში თავს იყრის სანდო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება იყოს რელევანტური დასაქმების, სტაჟირების, საკვალიფიკაციო კურსების და სწავლაზე დაშვების განაცხადებთან დაკავშირებით.
EQPR მხარს უჭერს ევროპის საბჭოს/იუნესკოს ლისაბონის აღიარების კონვენციის VII მუხლის განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ლტოლვილთა კვალიფიკაციის აღიარებას სრული დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაშიც კი.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://www.coe.int/en/web/education/recognition-of-refugees-qualifications