პროექტი PROFFORMANCE+ (2022-2025) ეფუძნება მისი წინამორბედი პროექტის PROFFORMANCE (2020-2022) შედეგებს და მიზნად ისახავს, განაგრძოს უმაღლესი განათლების აქტორებისთვის წარმმართველი და მხარდამჭერი მისიის შესრულება ყველა რელევანტურ დონეზე (ევროკავშირი, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცე (EHEA), ეროვნული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები), უმაღლეს განათლებაში ჩართულ მასწავლებლებზე ფოკუსირებით.
პროექტის მთავარი ორიენტირია სწავლისა და სწავლების ხარისხის გაძლიერება რომის კომუნიკეში გამოხატულ შემდეგ პრიორიტეტებზე აქცენტირებით: დიგიტალიზაცია, ინკლუზია, ინტერნაციონალიზაცია და მდგრადობა; შესაბამისი ევროპული და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებისა და დოკუმენტების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ევროპული უნარების დღისწესრიგი, უმაღლეს განათლებაზე მიმართული მიზნები ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში (2025), კონკრეტულად კი - უნივერსიტეტების ევროპული სტრატეგია, ციფრული განათლების სამოქმედო გეგმა, „მწვანე შეთანხმება“, მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) 2023.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული ინსტრუმენტები ემსახურება სხვადასხვა პოლიტიკის მოთხოვნებს შორის ორიენტირებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით მასწავლებლების მხარდაჭერას.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს:
https://profformance.eu/en/about-profformanceplus