UNDP-სა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების მიზანია, გაზარდოს საქართველოს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისობა ევროპული ხარისხის სტანდარტებთან. ეს გულისხმობს ქართული სისტემის გარდაქმნას, EQAVET (ევროპის პროფესიული განათლებისა და ტრენინგის ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო-დოკუმენტი) ინდიკატორების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ისევე როგორც, პროფესიული განათლების დაწესებულების დირექტორების პროფესიულ განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას პროფესიული განათლებით დაინტერესებულ მხარეთა შორის და გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღებას ავტორიზაციის პროცესში.
აღნიშნული პროექტი გააძლიერებს პროფესიული განათლების დაწესებულებების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, რაც გულისხმობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების 360-გრადუსიანი შეფასების გაციფრულებას. სისტემის დანერგვის შედეგად, შესაძლებელი გახდება ქართულ VET სისტემაში გარე და შიდა ხარისხის შეფასების მექანიზმების არსებობა. ხარისხის შეფასების ორივე ტიპი შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას და მოსწავლეზე მორგებული სწავლის პროცესის დანერგვას VET კოლეჯებში. ამასთან, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები გაზრდის პროფესიული კოლეჯების შესაძლებლობას, მიიღონ მტკიცებულებაზე დამყარებული გადაწყვეტილებები ავტორიზაციის პროცესში, შეისწავლონ ადგილობრივი შრომის ბაზარი პროგრამის შემუშავების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას პროფესიულ კოლეჯებსა და ადგილობრივ კერძო სექტორს შორის.
პროექტით გათვალისწინებული ბიუჯეტი შეადგენს 664,760 ლარს.
პროექტი მოქმედებს 2023 წლის ივნისიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.undp.org/georgia/projects/vocational-education-training