სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2022 წელს ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტორიატების ასოციაციის (SICI) წევრი გახდა.
SICI არის ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტორატების ასოციაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების გაუმჯობესებას ინსპექტირების პროცესების გაუმჯობესების გზით. ასევე მიზნად ისახავს ინსპექტორატების და ინსპექტორების პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესების ხელშეწყობას, ინსპექტორატებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას და მხარდაჭერას.
აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზოგადი განათლების ინტერნაციონალიზაციის, გარე შეფასებასთან დაკავშირებით საქართველოსთვის საინტერესო კვლევებში ჩართვის, გარე შეფასების სფეროში მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიმართულებებით. ასევე, ცენტრს საშუალება მიეცა გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილებები სხვადასხვა მიმართულებებით, მონაწილეობა მიიღოს კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში.
https://www.sici-inspectorates.eu/News/New-SICI-member-(2)