სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წელს პროფესიული მომზადების ინსტიტუტების ევროპული ასოციაციის (EVBB) წევრი გახდა.
EVBB პროფესიული მომზადების ინსტიტუტების ევროპული ასოციაციაა, რომლის მიზანია პროფესიული განათლებისა და სწავლების ხარისხობრივი გაუმჯობესება ევროპის ქვეყნებში და ევროპულ დონეზე.
აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით, ასევე ის ხელს უწყობს მის წევრებს შორის თანამშრომლობას და პროფესიული განათლების ორგანიზებას წევრ ქვეყნებში და ევროპულ დონეზე. მეორე მხრივ, აღნიშნული პროცესები უზრუნველყოფს ცენტრის ჩართულობას განათლების პოლიტიკის შესახებ საერთაშორისოდ მიმდინარე დისკუსიებში. საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესები ხელს უწყობს სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივების განხილვას, საქმიანობისთვის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობას, ინფორმირებულობის გაზრდას, ექსპერტული მხარდაჭერის მიღებას და კარგი პრაქტიკების ურთიერთგაცვლას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://evbb.eu/members/national-center-for-educational-quality-enhancement/