FAQ

„საქართველოს უმაღლეს განათლებაში დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება“ - DUGEOR

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მონაწილეობს ERASMUS+ Capacity Building პროექტში “დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში უმაღლეს განათლებაში - DUGEOR”.

 


პროექტის მიზანია დუალური განათლების დანერგვა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში, მისი საშუალებით სტუდენტებისთვის მეტი შესაბამისი ცოდნისა და უნარების ათვისების შესაძლებლობის შექმნა, საქართველოს საკანონმდებლო ბაზისა და აკრედიტაციის სტანდარტების დახვეწა დუალურ განათლებასთან ადაპტაციის მიზნით, ზოგადი მოდელის შემუშავება (DUGEOR მოდელი) საქართველოში სხვადასხვა საჭიროებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად სტუდენტებისთვის, კომპანიებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და უმაღლეს სასწავლებლებისთვის რეკომენდაციების მიწოდება დუალური განათლების განსახორციელებლად.
პროექტის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება, მათ შორის:


•    4 უცხოური უნივერსიტეტი (UNIVERZITET U NOVOM SADU; UNIVERZITET PRIVREDNA AKADEMIJA U NOVOM SADU - სერბეთი; FH JOANNEUM GESELLSCHAFT MBH - ავსტრია; DUALE HOCHSCHULE BADEN-WURTTEMBERG - გერმანია);

•    5 ქართული უნივერსიტეტი - GEORGIAN INSTITUTE OF PUBLIC AFFAIR FOUNDATION; BATUMI NAVIGATION TEACHING UNIVERSITY; IAKOB GOGEBASHVILI TELAVI STATE UNIVERSITY; BATUMI STATE MARITIMEACADEMY; GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY;

•    5 პარტნიორი ორგანიზაცია - VENGO GROUP; INTERLOGGEORGIA; SHUMI WINERY; WILHEMSEN SHIPS SERVICE; LEPL NATIONAL FORESTRY AGENCY.

 


პროგრამის სამუშაო გეგმა შედგება შვიდი სამუშაო პაკეტისგან: პროექტის მენეჯმენტი; კვლევა და საჭიროებების ანალიზი; ზოგადი ორმაგი უმაღლესი განათლების მოდელი (DUGEOR მოდელი); დუალური უმაღლესი განათლების განხორციელების სამართლებრივი და სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა; ზოგადი DUGEOR მოდელის საპილოტე ტესტირება; ხარისხის უზრუნველყოფა და მონიტორინგი; შედეგების გავრცელება და გამოყენება.


პროექტში პარტნიორად ჩართულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ვენგო ჯგუფი (VENGO), Wilhelmsen Port Services Georgia,WPSG, INTERLOGGEORGIA INTLOG, ღვინის კომპანია „SHUMI“, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო.


აღნიშნული პროექტის 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

 

პროექტის ვებგვერდი: https://dugeor.ge