„Micro-GEAR“ ფოკუსირებულია საქართველოზე და სომხეთზე და მხარს უჭერს სტრუქტურულ რეფორმებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უმაღლესი განათლების სფეროში, რომლის მიზანია დანერგოს და ხელი შეუწყოს მიკროკრედიტების ფართო გავრცელებას, როგორც უმაღლესი განათლების სისტემების შესაბამისობის, ხარისხის და მოქნილობის გაუმჯობესების ინსტრუმენტს.
ევროპის საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, „მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლისა და დასაქმების მიზნით, მიკროკრედიტების ევროპული მიდგომის შესახებ“ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოების განახლებასა და ეროვნულ დონეზე კონსენსუსის მიღწევას მიკროკრედიტების პრინციპებთან დაკავშირებით, აძლიერებს საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელიც სრულდება მიკროკრედიტების მინიჭებით და ხელს უწყობს მათ აღიარებას, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე.
შემოთავაზებული რეფორმების გასატარებლად, პოლიტიკის დონეზე უკუკავშირის მიღებისთვის, ასევე მიკროკრედიტების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება საპილოტე პროგრამა, რომელიც მოიცავს მიკროკრედიტების მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებასა და მიკორკრედიტების განმახორციელებელი საგანმანათლებლო ერთეულების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება ყველა შესაბამის საგანმანათლებლო და ტრენინგ პროვაიდერებს შორის პროექტის ბენეფიციარ ქვეყნებსა და მთლიანად რეგიონში. საქართველოდან და სომხეთიდან პროექტის პარტნიორები არიან: განათლების სამინისტროები, საგანმანათლებლო პროგრამების მააკრედიტებელი ეროვნული სააგენტოები და ENIC -ის ცენტრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ტრენინგების პროვაიდერები. ევროკავშირის მხრიდან პროექტის კონსორციუმი მოიცავს 3 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას იტალიის ENIC-NARIC-ის ცენტრსა და ხარისხის უზრუნველყოფის საექსპერტო კომპანიას.
პროექტი ხორციელდება ერასმუს + ის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელების ვადაა 2024-2027 წლები.
მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://microgear.org/home/en/