წარმოდგენილი ერასმუს + პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზაცია ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან. პროგრამის წარმატებული განხორციელება კი უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების მიზნით, 2026 წლის გაზაფხულისათვის, მომზადდება თვითშეფასების დოკუმენტი ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
პროგრამის წარმატებით განხორციელება, ასევე, უზრუნველყოფს სემინარებისა და საჯარო განხილვების გზით დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას განათლების ქვესისტემებისა (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი) და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ.
აღნიშნული ხორციელდება ერასმუს + ის ფინანსური მხარდაჭერით.
განხორციელების პერიოდი: 2024-2026 წლები.