სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პარტნიორის სტატუსით მონაწილეობს ერაზმუს+-ის მიერ დაფინანსებულ ინსტიტუციური განვითარების პროექტში - „რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად" (DeSIRE).
პროექტი მიზნად ისახავს სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად რბილი უნარების განვითარების ხელშეწყობას, რაც დაეხმარება სტუდენტებს კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში.
პროექტის კოორდინატორი:
•    ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (VSU)
პროექტის პარტნიორები არიან : 
•    დრესდენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUD)
•    ლაპეენრანტა-ლახტის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (LUT)
•    გრანადის უნივერსიტეტი (UGR)
•    დუნ ლოგჰაირის ხელოვნებისა და დიზაინის ინსტიტუტი (IADT)
•    ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (VSU)
•    სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (ASPU)
•    სომხეთის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (SAFAA)
•    გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (GSU)
•    ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU)
•    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU)
•    შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU)
•    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (SSU)
•    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE)
•    პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრი (ANQA)
•    "NGO ცენტრი" სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ორგანიზაცია 
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2024-2026 წლები. 
პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 795,598 ევროს.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://desire-project.com/#