FAQ

TST2 PROJECT - ENIC-NARIC ქსელების თვითშეფასება და Peer Review

პროექტი TST2-ის ნაწილია და მის მიზანს წარმოადგენს ეროვნული საინფორმაციო ქსელების მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურების გაუმჯობესება, მათი არსებულ სტანდარტებსა და გაიდლაინებთან შესაბამისობაში მოყვანა. სტანდარტებისა და გაიდლაინების შემუშავება ლისაბონის კონვენციის კრიტერიუმებზე დაყრდნობით SQUARE პროექტის ფარგლებში დაიწყო და ENIC-NARIC ქსელის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი ექსპერტების ჩართულობით, პროექტი TST2-ს მსვლელობისას ადაპტირდა. სტანდარტები და გაიდლაინები ENIC-NARIC ქსელის წევრების მიერ 2019 წელს, კიოლნში გამართულ ერთიან შეხვედრაზე დამტკიცდა. პროექტი ხორციელდება ევროსაბჭოსა და ევროკომისიის თანადაფინანსებით.


თვითშეფასების დოკუმენტზე მუშაობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2024 წლის იანვარში დაიწყო და ივნისის თვეში დასრულდა. დოკუმენტში აღწერილია ქსელის 6 ძირითად სტანდარტთან შესაბამისობის დონე, შემუშავებულია SWOT ანალიზი და დასახულია უახლოესი წლების განმავლობაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.
Peer Review პროცესში საერთაშორისო ექსპერტების სტატუსით მონაწილეობდნენ ლატვიის რესპუბლიკისა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ხელმძღვანელები. კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ეროვნული საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და გასცეს რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს და ცენტრის სტრუქტურულ გაძლიერებას.
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები საერთაშორისო ექსპერტების სტატუსით მონაწილეობდნენ ნიდერლანდების და ლატვიის Peer Review და ამ ცენტრებისთვის რეკომენდაციების შემუშავების პროცესში.


2024 წლის Peer Review ციკლში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდა ბოსნია და ჰერცოგოვინა, კანადა, მალტის რესპუბლიკა, ნიდერლანდების სამეფო, ლატვიის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა.


 
პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალებია: 

თვითშეფასების დოკუმენტი
გარე შეფასების დოკუმენტი

 

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაცნობად, ეწვიეთ გვერდს:  https://www.enic-naric.net/page-standards-guidelines-quality-assurance