FAQ

გლობალური კონვენცია

გლობალური კონვენცია უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ

 

საქართველო მიუერთდა გლობალურ კონვენციას უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ. გლობალური კონვენციის რატიფიცირებით, ქვეყნები იღებენ ვალდებულებას უმაღლეს განათლებაში გააძლიერონ საერთაშორისო თანამშრომლობა,  აამაღლონ ხარისხი საკუთარ ქვეყანაში და დაეხმარონ აკადემიური მობილობისა და კვალიფიკაციის აღიარებას  მთელს მსოფლიოში.

 

2019 წლის ნოემბერში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაზე მიიღეს  უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების გლობალური კონვენცია. გლობალური კონვენცია ადგენს უნივერსალურ პრინციპებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების სამართლიანი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული აღიარებისთვის, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას და სთავაზობს გზებს შემდგომი სწავლისა და დასაქმებისთვის. არატრადიციული სწავლის მეთოდების შესახებ დებულებებით, გლობალური კონვენცია ასევე ხელს უწყობს კვალიფიკაციების, წინმსწრები  და ა.შ. მიღებული განათლების აღიარებას. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ლტოლვილთა კვალიფიკაციის აღიარებას, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც განათლების მიღების დოკუმენტური მტკიცებულება არ მოიპოვება.  

 

2025 წლის აპრილის მდგომარეობით, კონვენცია  36 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული. გლობალური კონვენცია მოიაზრება როგორც "ქუდი" და გამაერთიანებელია ყველა რეგიონალური კონვენციის.

 

ლისაბონის კონვენციისგან განსხვავებით, გლობალური კონვენცია ფარავს არა მხოლოდ ევროპის რეგიონს, არამედ მთელ  მსოფლიოს. კონვენცია ითვალისწინებს მხარეების ვალდებულებას, მათ მიერ დადგენილი პროცედურების მიხედვით, თუმცა, იმავე კრიტერიუმების გამოყენებით, რაც სხვა კვალიფიკაციებისთვისაა განსაზღვრული, აღიარონ/შეაფასონ უცხოეთში მიღებული არაფორმალური განათლება, თუ მისი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შედარება შესაძლებელია.

 

კონვენციის თანახმად, განათლების აღიარების ძირითად მიზნებად განსაზღვრულია სწავლის შემდგომი გაგრძელება და დასაქმება.

 

ლისაბონის კონვენციისგან განსხვავებით, გლობალური კონვენცია ითვალისწინებს რეკომენდაციას, მხარეებმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების, ან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნებისთვის აღიარონ დოკუმენტირებული, ან სერტიფიცირებული წინმსწრები განათლება. წინმსწრები განათლება კი განმარტებულია, როგორც გამოცდილება, ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები და კომპეტენციები, რომლებიც  პირს მიღებული აქვს ფორმალური, ან არაფორმალური განათლების შედეგად და რომლებიც  შეფასებულია კონკრეტული სწავლის შედეგების, მიზნებისა თუ სტანდარტების შესაბამისად.  

 

გლობალური კონვენცია ხაზს უსვამს უმაღლეს განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას და გაძლიერებას, ასევე, საერთაშორისო მობილობისთვის თანმიმდევრული კვალიფიკაციების აღიარების გარემოს შექმნასეროვნულ დონეზე არსებული სისტემის ევროპულ პრიორიტეტებთან ჰარმონიზებისთვის.

 

გლობალური კონვენციის ბმული:

https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000373602/PDF/373602eng.pdf.multi.page=3

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6134054?publication=0