FAQ

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელი

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელი (EQAVET)

 

საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, 2024 წელს გახდა EQAVET (ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ქსელი პროფესიულ განათლებასა და ტრენინგში) ქსელის სრულფასოვანი წევრი.

 

ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2009 წელს დამტკიცდა რეკომენდაცია პროფესიული განათლებისათვის ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სარეკომენდაციო ჩარჩოს შესახებ და შესაბამისი ინდიკატორები (EQAVET- EQARF). ამ ინდიკატორების გამოყენებით დაწესებულებას/სისტემას შეუძლია გაზომოს საკუთარი წარმატება/წარუმატებლობის დონე. EQAVET წარმოადგენს ევროპულ ჩარჩოს, რომელიც შექმნილია პროფესიული განათლებისა და ტრენინგის ხარისხის უზრუნველყოფის მხარდასაჭერად. მისი მთავარი მიზანია პროფესიული განათლების ხარისხის, შესაბამისობისა და მიმზიდველობის გაუმჯობესება. ამასთან, EQAVET ქსელი თანამშრომლობითი პლატფორმაა, რომელიც მხარს უჭერს მაღალი ხარისხის პროფესიულ განათლებას მთელ ევროპაში, რაც ხელს უწყობს კვალიფიციური სამუშაო ძალისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას.

 

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერების პროცესში, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარება. ამ მიზნით, მიმდინარეობს პროფესიული განათლების სისტემის ხარისხის შეფასება EQAVET-ის ინდიკატორების მიხედვით. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს რვა EQAVET ინდიკატორის ავტორიზაციის სტანდარტებში ინტეგრირების პროცესი, რაც ხელს შეუწყობს ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ პრაქტიკებთან დაახლოებას. (საერთო ჯამში, EQAVET ინდიკატორები მოიცავს 10 კომპონენტს).

 

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (EQAVET) მიერ შემუშავებული, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების 10 ინდიკატორი და მათი ქვე-ინდიკატორები, გამოიყენება ისეთი ძირითადი საკითხების შესაფასებლად, თუ გადასაჭრელად, როგორიცაა განათლების ხარისხის შესაბამისობა, ეფექტურობა, ეროვნული ან სისტემური მნიშვნელობა, სარგებლიანობა და გამოყენებული პოლიტიკის, ან პროგრამის გამჭვირვალობა.

 

აღნიშნული ინდიკატორები, ასევე, განმარტავენ და სრულფასოვან სურათს გვიჩვენებენ ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული განათლების სისტემის და მისი გამართული მუშაობის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათი სიღრმისეული შესწავლის მნიშვნელობას.

 

2024 წლიდან საქართველოს არის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (EQAVET) წევრი, რაც თავის მხრივ მეტ შესაძლებლობას ქმნის აღნიშნული ინდიკატორების დანერგვისთვის, თუმცა ქვეყანამ 2022 -2023 წლებში განახორციელა პროფესიული განათლების სისტემის პროგრესის სატესტო შეფასება EQAVET რამდენიმე ინდიკატორის გამოყენებით. საქართველოს ჩართვა EQAVET ქსელში მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისკენ, რაც კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ქვეყნის პოზიციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

 

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

 

 https://employment-social-affairs.ec.europa.eu/policies-and-activities/skills-and-qualifications/working-together/eqavet-european-quality-assurance-vocational-education-and-training_en