FAQ

საერთაშორისო აკადემიური კვალიფიკაციების შემფასებელთა ასოციაცია

საერთაშორისო აკადემიური კვალიფიკაციების შემფასებელთა ასოციაცია (TAICEP)

 

საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების დახვეწისა და მათი გაძლიერების მიზნით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საერთაშორისო აკადემიური კვალიფიკაციების შემფასებელთა ასოციაციის (TAICEP) წევრი გახდა.

 

TAICEP-ი წარმოადგენს საერთაშორისო პროფესიულ შემფასებელთა ასოციაციას, რომელიც სპეციალიზებულია საერთაშორისო აკადემიური კვალიფიკაციების შეფასების სფეროში და ორიენტირებულია ამ მიმართულებით სპეციალისტების პროფესიულ განვითარებაზე. ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებსა და ინსტიტუციებს, რომლებიც ჩართულები არიან უცხოური კვალიფიკაციების აღიარებასა და შეფასებაში. პლატფორმა ხელს უწყობს წევრებს შორის თანამშრომლობას, უზრუნველყოფს ეთიკური ნორმების დაცვასა და ინოვაციების დანერგვას.

 

TAICEP-ში ცენტრის წევრობა ეფუძნება მის მისწრაფებას დანერგოს საერთაშორისოთ აღიარებული პრაქტიკები და დახვეწოს განათლების აღიარების პროცედურები.

 

TAICEP-ის მეშვეობით ცენტრს ეძლევა შესაძლებლობა, მუდმივად იყოს ჩართული განათლების აღიარების მიმართულებით განვითარებაში, მონაწილეობა მიიღოს ტრენინგებსა და საერთაშორისო კონფერენციებში, გააზიაროს გამოცდილება და გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, აკადემიური კვალიფიკაციების შეფასების მიმართულებით. ცენტრის თანამშრომლებს წვდომა აქვთ იმ რესურსებზე, რომლებსაც ეს ორგანიზაცია თავის წევრებს ორგანიზაციებს სთავაზობს.

 

საერთაშორისო აკადემიური კვალიფიკაციების შემფასებელთა ასოციაციის (TAICEP) ბმული:

 

https://www.taicep.org/taiceporgwp/