სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2026 წელს ,,გრონინგენის დეკლარაციის ქსელის“ (GDN) წევრი გახდა.
GDN მიზნად ისახავს სტუდენტური მონაცემების ციფრული ბაზის შექმნას, რაც მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტების შეუფერხებელ მობილობას უზრუნველყოფს. ქსელის მიერ ადმინისტრაციული პროცესების ციფრულად გარდაქმნისა და განვითარების ხელშეწყობა, მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას გააზიარონ თავიანთი აკადემიური მიღწევები და საგანმანათლებლო მონაცემები სხვადასხვა ქვეყანაში.
აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა ხელს შეუწყობს სერვისების გაციფრულების უზრუნველყოფის საკითხს, გაამარტივებს განათლების, მათ შორის, დიპლომებისა და კვალიფიკაციების, აღიარების ადმინისტრაციულ პროცედურებს და განამტკიცებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. ამავდროულად, ცენტრს აქვს შესაძლებლობა გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილება, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში, წარადგინოს ინიციატივები, რომლებიც გამოხატავენ ქვეყნის ინტერესებსა და ეროვნულ საჭიროებებს.
https://groningendeclaration.org/