FAQ

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების საქართველოში განხორციელება

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების საკითხი რეგულირდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34 მუხლით, რომლის თანახმადაც, „საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის აღიარებისთვისაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას“.
 

 

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აღიარებას, ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ივლისის N235 დადგენილებით.

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შემდეგ ორგანიზაციებთან:

 

1.  IB (International Baccalaureate), რომლის პროგრამის განხორციელების უფლება მოპოვებული აქვთ შემდეგ სკოლებს: შპს ახალი სკოლა (/ 202903750), შპს ევროპული სკოლა (/ 205172917),  შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა (/ 216313727) და შპს ბრიტანულ ქართული აკადემია (/ 204497829).

2. QSI (Quality School International), რომლის პროგრამის განხორციელების უფლება მოპოვებული აქვს  ()იპ ქიუ-ეს-აის თბილისის საერთაშორისო სკოლას (/ 205066934).

3. Cambridge Assessment International Education, რომლის Cambridge Pathway პროგრამის განხორციელების უფლება მოპოვებული აქვთ შემდეგ სკოლებს: შპს თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლა (ს/კ 405351943), შპს ბრიტანულ ქართული აკადემია (ს/კ 204497829),  შპს იუჯი სკოლა (ს/კ 205258344), შპს საგანმანათლებლო ცენტრი სკოლა პროექტორი (ს/კ 
416361699), შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (ს/კ 202937983)  და შპს ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში (ს/კ 400147541).

4. Sabis Educational Holding, პროგრამის დასახელება - Sabis Educational System.

5. Cognia, რომლის პროგრამის განხორციელების უფლება მოპოვებული აქვთ შემდეგ სკოლებს: შპს ევროპული სკოლა (ს/კ 205172917), შპს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი (ს/კ 405119394), შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (ს/კ 202937983), შპს ქართულ-ამერიკული სკოლა. Georgian-American School (ს/კ 404965169), შპს სადუნი (ს/კ 202063480), შპს წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა (ს/კ 404510739), შპს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი (ს/კ 212807550), შპს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი - ბათუმი (ს/კ 445740075), შპს სკოლა - ნიკე (ს/კ 245563000).