FAQ

ანგარიში ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარმოდგენა ავტორიზაციის შემდგომი შეფასებებიდან ერთ-ერთია. მოცემული მექანიზმის მიზანია დაწესებულებამ ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 წელიწადში წარმოადგინოს მოცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ, მტკიცებულებებით გამყარებული ანგარიში, რომელიც ასახავს დაწესებულების მიერ განხორციელებულ პროგრესს და დაეხმარება მას უკეთ დაგეგმოს და განახორციელოს ინსტიტუციის მართვასთან და განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობა.
 

დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა ხდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელთა მიერ ჩამოყალიბებული რეკომენდაციების შესრულების შეფასების ამსახველი დასკვნა ავტორიზაციის საბჭოზე განიხილება, რისი შედეგიც შეიძლება იყოს მისი ცნობად მიღება ან რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შუამდგომლობის დაწესება.
 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მონიტორინგის სახელმძღვანელო.

ერთი წლის ანგარიშის ფორმა