უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სამ წელიწადში ერთხელ ცენტრს წარუდგენენ შუალედურ თვითშეფასების ანგარიშს ავტორიზაციის სტადარტებთა მიმართებით, რაც მათ საშუალებას აძლევს აჩვენონ მიღწეული პროგრესი და განსაზღვრონ განვითარების საჭიროებები ინსტიტუციურ ჭრილში, ავტორიზაციის მიღებიდან 3-წლიან პერიოდში. ამ მექანიზმს აქვს განმავითარებელი ხასიათი. აღნიშნული ანგარიშების შედეგები გაეგზავნება დაწესებულებებს გასაცნობად და არ იქნება განხილული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ.
ავტორიზაციის პირობების შემოწმების 3-წლიანი ანგარიშით ცენტრს სურს წაახალისოს და ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ღიაობას და განსავითარებელ მხარეებზე რეფლექსიას, რაც ცენტრს საშუალებას მისცემს შუალედურ პერიოდში დაინახოს და გააანალიზოს ქვეყნის დონეზე უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებაში არსებული ძირითადი ტენდენციები, სისტემური ხასიათის გასაუმჯობესებელი მხარეები და დაგეგმოს მხარდამჭერი ღონისძიებები, კომპეტენციების შესაბამისად.
ავტორიზაციის თვითშეფასების შუალედური (3-წლიანი) ანგარიშის წარმოდგენა არ არის სავალდებულო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის:
- რომელთაც მიმდინარე ავტორიზაციის პირობებში გავლილი აქვთ ავტორიზაციის პირობების შემოწმება, საბჭოს გადაწყვეტილებით ან ცენტრის ინიციატივით მონიტორინგის გზით.
- რომლებშიც თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადაში ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
შუალედური ანგარიშის წარდგენის ვადაა ავტორიზაციის მიღებიდან მესამე კალნედარული წლის 1-31 ივლისის პერიოდი.
შუალედური ანგარიშის განხილვის პროცედურა
თვითშეფასების ანგარიშის განხილვა ხდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელთა მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია დაწესებულებისგან დამატებითი დოკუმენტების გამოთხოვა. საბოლოოდ, თვითშეფასების ანგარიშის შეფასების შედეგენი ცენტრის მიერ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისა და მისი ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობის მიზნით გამოიყენება.
ცენტრის დირექტორის 2021 წლის 30 მარტის №321918 ბრძანება, ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ.
ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიში (3-წლიანი შეფასების ფორმა) - დამტკიცებულია "ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ" ცენტრის დირექტორის 2021 წლის 30 მარტის №321918 ბრძანებით