FAQ

კონსულტაციები

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახური უზრუნველყოფს კონსულტაციების ორგანიზებასა და ჩატარებას დაინტერესებული პირებისთვის.


საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ ინდივიდუალური კონსულტირებით.
კონსულტაციის მიღების მიზნით აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც შესაძლებელია შემდეგი გზებით:
ა) სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით -  ცენტრის ცხელ ხაზზე: (+995 32 2 02 21 21)


ბ) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ოფიციალურ მისამართზე: gnqf@eqe.ge
კონსულტაციები ტარდება როგორც დისტანციურად, Zoom-ის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით, ასევე  პირისპირ შეხვედრის ფორმატში.