FAQ

პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირების ხელშესაწყობად მასწავლებელთა გზამკვლევებზე მუშაობა მიმდინარეობს

«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
1 დეკემბერი 2016


30 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგნობრივ ექსპერტებთან, რომლებიც პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაციის მოდულების გზამკვლევებზე მუშაობენ. გზამკვლევების მომზადების შემდეგ პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების პილოტირების პროცესი დაიწყება.

აღნიშნული საქმიანობა გაეროს განვითარების პროგრამის საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ე.წ. „საგანმანათლებლო ჩიხების“ აღმოფხვრას და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობას.