შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „აბიტურიენტთა მიღების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 15 დეკემბრამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს“.
ამდენად, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ 14 დეკემბრის ჩათვლით ცენტრში უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად შევსებული ანკეტა-კითხვარი.