FAQ

მე-4, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში მე-5 საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ პირთა საყურადღებოდ!

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
18 ნოემბერი 2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №9/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად პირი, რომელმაც გადალახა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტისათვის გათვალისწინებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ვერ მოხვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ რანჟირების დოკუმენტში, უფლებამოსილია მიმართოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორცილებელ დაწესებულებას და პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე ჩაირიცხოს IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე.