FAQ

სამშენებლო ბიზნესი დუალურ სწავლებაში ჩართვისათვის ემზადება

18 ივლისი 2018

პროფესიული განათლების სისტემაში დუალური პროგრამები 2016 წლიდან დაინერგა და მათი სპექტრი ყოველწლიურად იზრდება.
მიმდინარე წელს დუალურ პროგრამებს საინჟინრო მიმართულების პროგრამებიც დაემატება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დონორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს აღნიშნული პროგრამების დანერგვის მხარდაჭერას.
მიმდინარე წლის 10 ივლისს გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაციის (GIZ) ხელშეწყობით ბათუმში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: "დუალური პროგრამების დანერგვა საინჟინრო მიმართულებით".
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაცია (GIZ) -ის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელებმა კერძო სექტორს განუმარტეს ის პასუხისმგებლობები, რომლებიც მათ დაეკისრებათ დუალური პროგრამების განხორციელების პროცესში. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა სრული მზადყოფნა გამოხატეს მიმდინარე წლიდან დუალური პროგრამების განხორციელების პროცესში ჩართვაზე.

სამშენებლო ბიზნესი დუალურ სწავლებაში ჩართვისათვის ემზადება