დამტკიცდა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების წლიური ანგარიშის ახალი ფორმები. ამასთან, სხვადასხვა ფორმად დამტკიცდა საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის ფორმები და წლიური ანგარიშის ფორმები.
ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს ყოველწლიურად, 1 მაისიდან 30 ივნისამდე, წარუდგინოს თვითშეფასების წლიური ანგარიში ელექტრონული ფორმით.
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას/პროგრამებს, ასევე ვალდებულია, ცენტრს ყოველწლიურად, 1 მაისიდან 1 ივნისამდე წარუდგინოს აკრედიტაციის თვითშეფასების წლიური ანგარიში/ანგარიშები ელექტრონული ფორმით.
დაწესებულებებმა შევსებული თვითშეფასების წლიური ანგარიში/ანგარიშები, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ წერილთან ერთად, უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
- უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა: uni@eqe.ge
- პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა: prof@eqe.ge