FAQ

დაინტერესებული მხარეების საყურადღებოდ!

27 იანვარი 2021

ცენტრის კოორდინირებით და „ საოფისე საქმისა და ღონისძიების ორგანიზება “ პროფესიული საგანმანათლებლო

პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების

ჩართულობით შემუშავდა ცვლილებების პროექტი მოდულებზე დაშვების წინაპირობებთან დაკავშირებით.

 

დაინტერესებულ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა 2021 წლის 1-ლი თებერვლის ჩათვლით წარმოადგინონ მოსაზრებები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. 

 

დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა აქვთ ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს სხდომაზე. 

გთხოვთ, თქვენი პოზიციები გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე: info@eqe.ge

 

საკონტაქტო პირი: ნინო ხითარიშვილი 591 11 03 02