სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მოქმედ ექსპერტთა ატესტაციას, რომლის მიზანია ექსპერტთა კორპუსის გაძლიერება და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.
ატესტაცია ტარდება ჰუმანიტარული მეცნიერებების, ენების და ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური ვიწრო სფეროების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებისთვის შემდეგ დეტალურ სფეროებში:
0221 რელიგია და თეოლოგია;
0222 ისტორია და არქეოლოგია;
0223 ფილოსოფია და ეთიკა;
0231 ენის დაუფლება;
0232 ლიტერატურა და ლინგვისტიკა;
0239 ენები- არაკლასიფიცირებული;
0288 ინტერდისციპლინური – მოიცავს ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ ეტაპზე ატესტაცია არ ვრცელდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ საერთაშორისო ექსპერტებზე, სტუდენტებსა და დამსაქმებლებზე.
ატესტაციის პროცესში მონაწილეობისთვის, საჭიროა 2021 წლის 29 ივლისიდან 2021 წლის 16 აგვისტომდე გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე გადასვლით - https://form.jotform.com/212084603396455
გათხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ატესტაციის პროცესში ექსპერტის მიერ არასაპატიო მიზეზით არ მონაწილეობა წარმოადგენს ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის საფუძველს.
პროცესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ატესტაციის შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანებაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: higher.ed@eqe.ge