FAQ

შეხვედრები გრძელდება საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან

31 ივლისი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მახარაშვილი და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები აფხაზეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრებზე განხილულ იქნა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამოწვევები, კონცეპტუალური ხედვები და მიდგომები.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მომავალშიც გეგმავს შეხვედრებს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

 

COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

შეხვედრები გრძელდება საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან