FAQ

შეხვედრა სპეციალური განათლების, (მასწავლებლის განათლების) უმაღლესი გაანთლების დარგობრივ საბჭოსთან

17 აგვისტო 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალფიიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებულ სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრივ საბჭოსთან.

შეხვედრაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა ისაუბრა ქართული განათლების სისტემისთვის სპეციალური განათლების მიმართულებით დარგობრივი მახასიათებლის შემუშავებისა და ამ პროცესში საბჭოს წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე განხილულ იქნა დარგობრივი საბჭოების მუშაობისა და დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების პრინციპები, ასევე ცენტრის დირექტორის მოადგილემ ლაშა მარგიშვილმა ზოგადად მიმოიხილა სპეციალური მასწავლებლის განათლების მიმართულებით ქართული საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო გამოცდილება.

COVID 19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს

შეხვედრა სპეციალური განათლების, (მასწავლებლის განათლების) უმაღლესი გაანთლების დარგობრივ საბჭოსთან