FAQ

განათლების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა

30 ივლისი 2021

30 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით განათლების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს „შემოქმედებითი აზროვნების“ მოდულის პროექტი, რომელიც შემუშავებული იქნა „ბრიტანეთის საბჭოს“ პროგრამის „Crafting futures” ფარგლებში პლიმუთის ხელოვნების კოლეჯის წარმომადგენლების ჩართულობით. სხდომა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს მოდულის შემუშავების რაციონალზე და იმ როლზე, რომელსაც აღნიშნული მოდული შეასრულებს პროფესიული განათლების სისტემაში.

საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა  „შემოქმედებითი აზროვნების“ მოდულის პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით