FAQ

ისტორიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია (კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადება გრძელდება)

6 სექტემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ისტორიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტები, ისტორიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრები.

შეხვედრაზე პრეზენტაცია ისტორიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მდივანმა, შპს - კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა გურანდა ჭელიძემ წარადგინა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ისტორიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია (კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადება გრძელდება)