სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შემოვიდა ინფორმაცია ზოგად მოდულში "პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები" არსებული ტექნიკური და შინაარსობრივი ხარვეზის შესახებ, რის შესაბამისადაც, შემუშავდა მოდულის ცვლილების პროექტი, განმახორციელებელი დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ 2021 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით წერილობით წარმოადგინონ მოსაზრებები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ელ.ფოსტაზე: info@eqe.ge.
დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ასევე აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს სხდომაზე.
საკონტაქტო პირი: ნინო ხითარიშვილი 591 11 03 02
ლიკა ზაალიშვილი 577 95 31 30
დანართი - ზოგადი მოდული "პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები"