სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ზოგადი მოდულის "პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები" განხილვა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს მოდულის ცვლილების საჭიროების შესახებ, წარმოადგინეს საკუთარი ინიციატივები და რეკომენდაციები. შეხვედრის მიმდინარეობისას მომზადდა მოდულის პროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც განთავსდა ცენტრის ვებგვერდზე დაინტერესებული მხარეებისაგან უკუკავშირის მიღების მიზნით.