FAQ

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

27 ივნისი 2022

2022 წლის 28 ივნისს, 17:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდის განათლების ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.


ონლაინ შეხვედრაზე დასწრების საშუალება ექნება ნებისმიერ დაინტერესებული პირს, ბმულის საშუალებით:  https://bit.ly/39Q5StO


 შეგახსენებთ, კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2022 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი  ყველა საჯარო და კერძო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამას, ვალდებულია, 2022 წლის პირველი ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დარეგისტრირდეს  პირველადი რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.

მოქალაქეთა საყურადღებოდ!